„ოკუპანტები აგრძელებენ ბავშვების ლუგანსკის ოლქიდან გაყვანას და მათ აღარ აბრუნებენ. კიდევ 76 ობოლი გადაიყვანეს რუსეთის სოციალურ სარეაბილიტაციო ცენტრებში, რომლებიც მოსკოვის რეგიონში მდებარეობს“, – ამის შესახებ Telegram-ზე ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი წერს.
როგორც გაიდაი აღნიშნავს, კიდევ 104 ბავშვს, რომელიც ახლა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ დაწესებულებაშია, მალე გადაიყვანენ რუსულ ოჯახებში.