მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი” ასევე მსახიობ მიშა გომიაშვილს იხსენებს.
როგორც მახარობლიშვილი აღნიშნავს, ნანობს, რომ გომიაშვილს ხშირად ეჩხუბებოდა, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ამას მხოლოდ მისი კარგად ყოფნისთვის აკეთებდა.
“მიშას ამბავი ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო. ამდენი წელი ვმეგობრობდით. მერე რა, რომ მე და მიშა ხშირად ვჩხუბობდით. ძალიან ვნანობ იმას, რომ ოდესმე ვკამათობდით. მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მტკივა გული, რომ ალბათ არ უნდა მეჩხუბა. ვჩხუბობდი იმიტომ რომ ის ყოფილიყო კარგად. თავის თავს არ აქცევდა ყურადღებას, არ მკურნალობდა ისე, როგორც უნდა ემკურნალა, არის უამრავი ნიუანსები, რომლის თქმა საზოგადოებისთვის შეუძლებელია. რომ ეცხოვრა ისე როგორც მისი ოჯახის წევრებს უნდოდათ მას უამრავი როლი ექნებოდა. მისთვის არ არსებობდა ძმაკაცური ჭკუის სწავლება. როგორც უნდოდა ისე ცხოვრობდა”, – საუბრობს ალეკო მახარობლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი მიშა გომიაშვილი რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია მას გულის პრობლემები ჰქონდა.
ამავე თემაზე:
მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა