LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი მიშა გომიაშვილი გარდაიცვალა

803
გდ

61 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი მიშა გომიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია ,,ფორტუნას” მარჯანიშვილის თეატრში დაუდასტურეს.

მიშა გომიაშვილი დაიბადა 1961 წლის 23 მარტს. 1986 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა “მეტეხის თეატრში”.

გომიაშვილი 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.

თეატრში შესრულებული როლები: პროფესორი (ამელი ნოტომი “საწვავი”, რეჟისორი თათა პოპიაშვილი), ქართლოსი (მ. დოლიძე “მდგმურები”, რეჟ. კანდიდ გურგენიძე), მსახიობი (ავთო ვარსიმაშვილი “ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია”, რეჟ. ავთო ვარსიმაშვილი), მაცხოვარი (ილია ჭავჭავაძე “განდეგილი” , რეჟ. სანდრო მრევლიშვილი), დიუპრე (პეტერ ვაისი “მარატ-სად”-ის მიხედვით “დირექტორი აბაზანაში”, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ანტონა (დავით კლდიაშვილი “უბედურება” რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი), ნიკოლოზი (ლაშა თაბუკაშვილი “თოვლივით თეთრი თოვლი” რეჟისორი ანდრო ენუქიძე), ექიმი ესტერმარკი (ავგუსტ სტრინდბერგი “მამა”, რეჟ. თემურ ჩხეიძე) და სხვ.

მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g