მადონა კვლავ სკანდალის ეპიცენტრშია. ნიუ-იორკში, საკუთარი სახლის წინ მან საგზაო ნიშნები დააყენა, რომლებიც სხვებისთვის პარკირებას კრძალავს. მომღერლის მეზობლები ამ ფაქტმა აღაშფოთა. მათ პოლიციას მიმართეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ ნიშნები მართლაც პოპ-დედოფლის სურვილით იყო დადგმული და მას ამის არანაირი კანონიერი უფლება არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მადონა მსოფლიო ტურნეში იმყოფება, მის წარმოამდგენლებს კი ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.