ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას.
ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყირიმის ხიდის აფეთქება სპეცოპერაციაა“, – განაცხადა წყარომ გამოცემასთან.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური კომენტარი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ყირიმის ხიდს იერიშებისთვის კანონიერ სამიზნედ განიხილავენ.
პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე: „ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს”