ცნობილი რადიოლოგი, გაგუას კლინიკის ექიმი, გენრიეტა გაგოშიძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია ავრცელებს.
„ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა დღეს. გარდაიცვალა რადიოლოგი გენრიეტა გაგოშიძე.
ვიზიარებთ ოჯახის, მეგობრების, კოლეგებისა და პაციენტების მწუხარებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, ექიმი სიმსივნეს ებრძოდა.