სპორტსმენი, რომელმაც 2013 წლის დეკემბერში, ალპებში სრიალის დროს თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო და ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის, გარშემომყოფებისგან სიმშვიდეს ითხოვს. ამის შესახებ მიხაელ შუმახერის მენეჯერმა, საბინა კემმა განაცხადა.
”მიხაელმა მთხოვა, რომ მის შესახებ საზოგადოებაში არაფერი მელაპარაკა, რადგან გადამეტებული ყურადღებით დაიღალა. ვფიქრობ, დიდი ხანია მას ეს საკითხი აწუხებს. მე ვასრულებ მის სურვილს და პირობას ვდებ, რომ მედიაში ჩემი მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ მოხვდება”, – განაცხადა საბინამ.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის შემდეგ, შუმახერი 6 თვის განმავლობაში კომაში იყო, საიდანაც მხოლოდ 2014 წლის ზაფხულიდან გამოვიდა. ამჟამად ის შვეიცარიაში, საკუთარ სახლში იმყოფება. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ სპორტსმენის გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს.