ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი თვითმხილველი “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობს, რომ 13 წლის მარიტა მეფარიშვილი აუზში ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა.
მისივე თქმით, როდესაც ბურთის ამოსატანად აუზში ჩასული პირველი ბიჭი დავარდა, ბავშვებს ხუმრობა ეგონათ, თუმცა პირველს მეორე მოჰყვა და მესამე მარიტა აღმოჩნდა, რომელსაც ბიჭების შველა უნდოდა.
“ბურთს თამაშობდნენ და წყალში გადაუვარდათ. ორმა ბიჭმა გაიხადა და შევიდნენ ამოსატანად. ერთი ჩავარდა, უეცრად მოწყდა. ვერ მიხვდნენ და ხუმრობა ეგონათ. მერე მეორეც შევიდა და დავარდა. შემდეგ გოგო შევიდა, ბიჭები რომ გამოეყვანა და ისიც ჩავარდა. რამდენიმე ხანში სასწრაფოც მოვიდა და გამოიყვანეს”, – საუბრობს მომხდარის თვითმხილველი.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამავე თემაზე:
ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა
მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე