სან-მარინოში, „რალფ ლოურენის“, 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ ჯეი ლო და ბენი. აღსანიშნავია რომ ეს „ბენიფერის“ შეუღლების შემდეგ, პირველი გამოჩენაა წითელ ხალიჩაზე.
ამ დღეს 53 წლის ჯეი ლომ გრძელი, შავი კაბა მოირგო, რომელსაც თეთრი ზოლები ამშვენებდა, აღნიშნულ „ლუქს“ კი მან დიდი ზომის ქუდი შეუხამა. 50 წლის ბენს შავი კოსტიუმი ეცვა. ისინი ხელიხელჩაკიდებულები პოზირებდნენ და ერთმანეთს თვალს ვერ წყვეტდნენ. ფოტოების გავრცელების შემდეგ ინტერნეტსივრცეში კომენტარები არ წყდება.
„ისე უყურებს, როგორც ტორტს“, „მზერით ყველაფერი ნათქვამია“, „შეხედეთ ჯეი ლოს, როგორ უყურებს“, – წერენ კომენტარებში.