2000-იანი წლების ყველაზე პოპულარული წყვილის დრამატული რომანი ცოტა ხნის წინ გრანდიოზული ქორწილით დასრულდა. „საოცნებო ქორწილიდან“ ჯეი ლომ და ბენმა შთამბეჭდავი ფოტოები უკვე გაგვიზიარეს.
ასევე გავრცელდა ვიდეოც, 53 წლის ჯეი ლომ საყვარელ მამაკაცს საქორწინო ცერემონიალზე სიმღერა აჩუქა. მიძღვნილი კომპოზიციის დროს 50 წლის ბენი სკამზე იჯდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მას არც მეტი არც ნაკლები ჯეი ლო უმღეროდა და მისთვის ცეკვავდა კიდეც. ერთ მომენტში „რალფ ლორენის“ უმშვენიერეს კაბაში გამოწყობილმა პატარძალმა მიკროფონი ბენისკენ მიმართა და მას აღიღინების საშუალებაც მისცა.
რაც შეეხება სიმღერას, მასში საოცრად ნაზი და რომანტიკული სიტყვები იყო გაჟღერებული.
„მე შენს თვალებში ვნებას ვგრძნობ, მე შენით ვერ ვძღები, მე შენ კვლავინდებურად მიყვარხარ…“ – მღეროდა ჯეი ლო.
ექვს მეტრიანი ფატა და ვარსკვლავთცვენა – ახალი დეტალები „ბენიფერის“ „საოცნებო“ ქორწილიდან