LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: მერი ამბობს, რომ რაც თბილისში კარგია, ყველაფერი მისი დამსახურებაა, მაგრამ თუ შადრევანი მკვლელია, არ არის ჩამოყალიბებული, არის თუ არა მისი პასუხისმგებლობა

102
კოკო

“არ შეიძლება მხოლოდ ტექნიკური პერსონალი იყოს ამაზე პასუხისმგებელი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, მერი ამბობს, რომ რაც კარგია, ყველაფერი მისი დამსახურებაა, მაგრამ თუ შადრევანი მკვლელია, ის არ არის ჩამოყალიბებული, არის თუ არა ეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

„ძალიან მძიმე და საშინელი ფაქტი მოხდა გუშინ, ეს არის საზარელი ტრაგედია. ქართველებს გვახასიათებს, ემოციური ხალხი ვართ და უცებ გავბრაზდებით, მერე კი გვავიწყდება ეს ყველაფერი. მინდა, პირველ რიგში, ოჯახს ვუთხრა სამძიმარი და მერე ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით ასეთი ფაქტების აღმოფხვრა ქვეყანაში. როცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ღირსების და მორალის საკითხი, რაც ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, მათ შორის მერმაც. იმედს ვიტოვებ, რომ მარტო ტექნიკურ შემსრულებელს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. ვიცით, რომ განუკითხაობაა და არის კორუფციული ფაქტები, კორუფცია სპობს კონტროლის სისტემას. ამ განუკითხაობის შედეგია ის, რაც მოხდა. ერთია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და ბუნებრივია, დამნაშავეს იპოვიან, მაგრამ ამ განუკითხაობაზე, რომლის შედეგად ადამიანი დაიღუპა, არ შეიძლება მხოლოდ ტექნიკური პერსონალი იყოს პასუხისმგებელი და მათზე გადატყდეს ყველაფერი. როცა მერი ამბობს, რომ რაც კარგია, ყველაფერი მისი დამსახურებაა და შადრევანს ხსნის, მაგრამ თუ შადრევანი მკვლელია და ის არ არის ჩამოყალიბებული, არის თუ არა ეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ეს მიუთითებს მის დაბალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მე არ მინდა, რომ ამ ბავშვის ტრაგედია ვინმემ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამავე თემაზე:

როგორია ვაკის პარკში დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა: „მომავალი 24 საათი გადამწყვეტია, ტვინის დაზიანებისა და სხვადასხვა დინამიკის შესაფასებლად“

“ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი “მოღვაწეობის” ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი, ვეცდები ავხსნა…” – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

ვინ არის კაცი, რომელმაც დღეს ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g