LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია სამშობლოში ჩამოასვენეს

70
kvaratskhelia

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია, რომელიც 10 ოქტომბერს დაიღუპა, საქართველოში ჩამოასვენეს. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.

“ჩემი ძმა გმირი იყო და გმირად მიიბარებს წალენჯიხის მიწა”, – ამბობს ედიშერ კვარაცხელიას ძმა.

ედიშერ კვარაცხელიას სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, იქიდან კი მშობლიურ წალენჯიხაში დაასაფლავებენ.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 20 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: ტვ პირველი
magti 5g