LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავაჭრო ცენტრში homemart ახალი მაღაზია ”სკივრი” გაიხსნა მაღაზია

183

”სკივრი” მომხმარებელს ვერცხლის, თიხის, მინანქრისა და სხვადასხვა თვლებისგან დამზადებულ სამკაულებს სთავაზობს.

როგორც ”ფოტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის დამფუძნებელმა ქეთა ქათიბაშვილმა განაცხადა, ”სკივრი” მსურველებს სთავაზობს საყურეებს, რომლის შეძენაც 6 ლარიდან 50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ასევე ბეჭდებს 10-80 ლარად და სამაჯურებს, რომელთა ფასიც 80 ლარიდან 160 ლარამდე მერყეობს. გარდა ამისა, კლინეტს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს ყელსაბამებს 25-35 ლარად.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი მინანქრის ჯვრები და ყელსაბამებია, რომლებიც ცოცხალი გვირილისგანაა დამზადებული.

”გამომდინარე იქიდან, რომ მამაკაცების მოთხოვნა იყო ბეჭდებზე, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა მამაკაცის ბეჭდების კოლექციაც, თუმცა ამ ყველაფრის გარდა, ჩვენს მომხმარებელს უამრავ სიახლესაც ვპირდებით”,-განაცხადა ქათიბაშვილმა.

”სკივრი” რამდენიმე დღის წინ სავაჭრო ცენტრ homemart-ში გაიხსნა და ყოველდღე 11:00-დან 21:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები