სამხრეთ კორეული მწარმოებელი Hyundai სანქტ-პეტერბურგში მდებარე ქარხნის გაყიდვაზე ფიქრობს. იმის გათვალისწინებით რომ საწარმო გასული მარტის თვიდან გაჩერებულია, ბუნებრივია მწარმოებლისთვის ფინანსურ ხვრელს წარმოადგენს. ამასთან, გაყიდვის შესაძლებლობა ერთადერთი არ არის და კომპანიამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პერსპექტივები, პოტენციური რისკები და ხარჯები უნდა შეისწავლოს.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ბრენდს ქარხნის გაყიდვა სურს- გაყიდვების მკვეთრი შემცირებაა. საქმე ისაა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში კომპანიას ერთი ავტომობილიც არ გაუყიდავს, არადა თვის დასაწყისში 17 ათასი ეგზემპლარის რეალიზება მოასწრო. ამასთან, კომპანიას კვლავინდებურად უწევს კომუნალური ხარჯების, გადასახადების და ხელფასების გადახდა.