LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პუტინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია” – ჯო ბაიდენი

81
BeFunky-collage (94)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, პუტინი მაინც ცდილობს უკრაინელებს კაპიტულაცია სასტიკი მეთოდებით აიძულოს.

“ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი გრძნობს, რომ ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. ეს ჩემთვის იმაში გამოიხატება, რომ როგორც ჩანს, მისი ერთადერთი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი უკრაინაში ცალკეული მოქალაქეებისადმი სასტიკი მოპყრობაა. ამით პუტინი ცდილობს, რომ ისინი დააშინოს და დანებება აიძულოს. თუმცა, ისინი ამის გაკეთებას არ აპირებენ”, – აცხადებს ბაიდენი.

ცნობისთვის, 19 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ხერსონის, ზაპორიჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ შემოღების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ  რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

ამავე თემაზე:

ბაიდენი: რუსეთი ვერ შეძლებს რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლას, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარეს 143 ქვეყანა დადგა

საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს

ზელენსკი: მადლობას ვუხდი 143 სახელმწიფოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ისტორიული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g