უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია მშობლიურ წალენჯიხაში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე გაიმართა სამოქალაქო პანაშვიდი.
მის ხსოვნას ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად პატივი მიაგეს ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებმა, მოქალაქეებმა.
ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად წალენჯიხაში ჩამოვიდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი.
დაღუპულის სახლის ეზოში დღეს მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად რუსეთის დროშა დაწვეს.
44 წლის ქართველი მებრძოლი 10 ოქტომბერს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპა.