LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გამოწვევები აქვთ მოზარდებს და როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ცოდნაში გადატანა – FM ქოუჩი

9
მაკა-მახათაძე

რა გამოწვევები აქვთ მოზარდებს და როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ცოდნაში გადატანა – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ IT Academy Step Georgia-ს ხელმძღვანელმა მაკა მახათაძემ ისაუბრა.

რა გამოწვევების წინაშე დგანან მოზარდები?

დღეს საკმაოდ დიდი გამოწვევებია.  ძველ პროფესიებზე ხდება კვალიფიკაციის მოთხოვნების გაზრდა, ჩნდება ახალი პროფესიები და რეალურად მოზარდები სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოზარდებმა თავი გაიტანონ.

მშობლების როლი დიდია, მათ უნდა მისცენ შვილებს საშუალება  მაქსიმალური განათლება ტექნოლოგიების სფეროში, რომ მათ მომხმარებელზე უფრო მეტი ცოდნა ჰქონდეთ ამ სფეროში.

ტექნოლოგიების სფერო ბევრს მხოლოდ პროგრამისტობა ჰგონია, რეალურად ტექნოლოგიების სფერო მოიცავს ბევრ სხვა მიმართულებას: დიზაინი და გრაფიკა, კიბერ უსაფრთხოება და სხვ. აუცილებელია ისინი ტექნოლოგიებში ერკვეოდნენ და შეძლონ ამ მიმართულებით დასაქმება.

მშობლები რამდენად ერევიან არჩევანში?

თუ შევადარებთ წინა წლებს, მაშინ ძალიან აქტიური იყო მშობლების ჩართულობა და ახლა უკვე ვითარება შეცვლილია. დღეს უკვე ბავშვები და მშობლები თანხმდებიან, რომ კომპიუტერი და ტექნოლოგიები არის განვითარების საშუალება, თუ ამ რესურსს სწორად მიმართავთ და ფუჭად არ დაკარგავს დროს ბავშვი კომპიუტერულ თამაშებში.

ტექნოლოგიების კუთხით ყველაზე მოთხოვნადი რომელი მიმართულებაა?

სტატისტიკის მიხედვით პროგრამირება, თუმცა წელს მას არ ჩამორჩება დიზაინი და გრაფიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები