LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დუდა სანაძე და ანუნა მდივნიშვილი მალე მშობლები გახდებიან: „დუდას ცხოვრებით ვცხოვრობ… ეს ძალიან მომწონს…“

262
დუდა სანაძე

„ჩემი ოჯახის“ სტუმარი „იმედზე“ კალათბურთელისა და ჟურნალისტის წყვილი გახდა. დუდა სანაძე და ანუნა მდივნიშვილი შვილს ელოდებიან. მათ თავიანთ ურთიერთობასა და სიყვარულის ამბავზე ისაუბრეს.

ანუნა მდივნიშვილი: 

ვერ ვიტყოდი, რომ ხშირად გვაქვს ჩხუბი, რადგან მეც დამთმობი ვარ. დუდას ცოტა დიდი ხანი სჭირდება კამათის მერე შერიგებისთვის, მე ეგრევე მავიწყდება, პირველი, რა თქმა უნდა, მე ვურიგდები.

დუდა სანაძე: 

სულ წასულები ვართ, საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, როცა ჩამოვდივართ, ოჯახის წევრებთან ერთად ვცხოვრობთ, რადგან ძალიან მონატრებულები ვართ.

ანუნა: 

სხვა გზა არ არის, როცა სპორტსმენის მეუღლე ხარ, ისეთი ჩართული ხარ, მეტი რომ არ შეიძლება. პრინციპში, დუდას ცხოვრებით ვცხოვრობ. ეს, რა თქმა უნდა, მომწონს, ამისთვის მზად ვიყავი, ძალიან სასიამოვნოა. ყველაფრით ვუწყობ ხელს, მოვლიდან დაწყებული… შესწავლილი მყავს. ახლა, ბავშვი რომ დაიბადება, რა იქნება, არ ვიცი.

დუდა:

მე ჯერ ვერ ვხვდები. ხანდახან მუცელს რომ დავინახავ, უი, ორსულად ხარ-მეთქი, ვეკითხები… მგონია, რომ ჩვენი ახლობლის ბავშვს ველოდებით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები