LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“3 წლის ასაკში გულის არითმია შევამჩნიე…ოპერაციის დღეს ჯვარი არ დატოვა და ხელში ჰქონდა” – ზურა გორგაძე დედის მონაყოლ ისტორიაზე პირდაპირ ეთერში ატირდა

214
BeFunky-collage - 2022-10-24T233549.454

რუსთავი 2-ის დილის გადაცემის წამყვან ზურა გორგაძეს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს.

მას ოჯახის წევრებმა დაბადების დღე მიულოცეს და მისი ბავშვობიდან სხვადასხვა ისტორიები გაიხსენეს.

როგორც ზურას დედა ავრორა ფირცხელიანი საუბრობს, შვილს გულის არითმია 3 წლის ასაკში შეამჩნია.

“3 წლის იყო, როდესაც გულის არითმია დაემართა. ცეკვაზე არ უვლია, რადგან მისთვის არ შეიძლებოდა. საათს ვუყურებდი, როდესაც ბავშვები უნდა მოსულიყვნენ და რომ დავინახავდი ადრე მოდიოდა ვხვდებოდი, რომ ზურას გული ჰქონდა აჩქარებული. ეს აქამდე არასდროს მითქვამს, მოდის ექიმი და მეუბნება: ოპერაცია რომ ვერ გაკეთდეს ზურას ელემენტები უნდა ჩავუდგათ გულში.

თავიდან ტაბლეტი შველოდა, თუმცა როდესაც გაიზარდა გადასხმებს ვუკეთებდით. თვითონ ძალიან უშიშარი იყო და ყურადღებას არ აქცევდა. ოპერაციის დღეს ჯვარი მოუხსნიათ გულიდან და არ მიუცია, ხელში ჰქონდა. რომ გამოიყვანეს დედა ჯვარი გამომართვიო, მითხრა, ჩაჭრილი ჰქონდა ხელის გული. დიდი სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღეს”, – საუბრობს ზურა გორგაძის დედა.

ამავე თემაზე:

ვიდეო: ტელეწამყვან ზურა გორგაძეს დაბადების დღე ინდურ სტილში მიულოცეს

ვიდეო: „შეუდარებელი წყვილი ხართ“ – ზურა გორგაძემ და თაკო ჩორგოლაშვილმა აჭარული პირდაპირ სტუდიაში შეასრულეს

ვიდეო: “არშიყობა” – როგორ ჩააბარეს ტესტი “რომელი ცოდვა გადევს” თაკო ჩორგოლაშვილმა და ზურა გორგაძემ

ზურა გორგაძისა და თაკო ჩორგოლაშვილის დუეტი „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემას დაემშვიდობა – სად გადაინაცვლა წყვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g