„ჩვენც ახლა გავიგეთ და საოცრებას ვუმზადებთ მაყურებელს. იქნება კულინარიული ჩართვები, ცეკვა და სიმღერა. არ ვიცი, გამოგვდის თუ არა, მაგრამ მაყურებელს რომ მოსწონს, გვიხარია“, აღნიშნავს ზურა გორგაძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ ინტერვიუში და დასძენს, რომ ის და თაკო ჩორგოლაშვილი მაყურებლის თხოვნით, ახალ გადაცემას ამზადებენ, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში სექტემბრიდან გავა.