LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭკადუა: ჩვენ, ნიკოლოზის ადვოკატებმა მართალია მოვიგეთ ეს პროცესი შთამბეჭდავად… თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერაფერი შევძელით მისი მცირეწლოვანი შვილისთვის

569
ჭკადუა ბასილა

საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე წერს.

ჭკადუას თქმით, „პროცესი მიზნად ისახავს სპორტსმენის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, რასაც საბოლოო ჯამში, მისი კარიერული წინსვლა უნდა შეეჩერებინა“.

„საზოგადოების ნაწილი საქმის ირგვლივ ფლობდა არასწორ ინფორმაციას“ – ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

„ვეხმაურებით ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ, მიმდინარე მორიგ ორკესტრირებულ კამპანიას, რომელიც კვლავინდებურად გაჟღენთილია ცილისწამებით და მუქარის შემცველი განცხადებებით რაც მიზნად ისახავს, მორიგ ჯერზე, ცნობილი სპორტსმენის დაშანტაჟებას.

ჩვენ მსგავსი კამპანია უკვე გავიარეთ ნიკოლოზთან ერთად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით, კარგად გვახსოვს ე.წ. “დაზარალებული”-ს გამოყენებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა , როგორ წამოიწყეს რამდენიმე სასამართლო დავა ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ცხადია ეს პროცესი მიზნად ისახავს სპორტსმენის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, რასაც საბოლოო ჯამში, მისი კარიერული წინსვლა უნდა შეეჩერებინა. ყველა დავა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტრიუმფალურად მოიგო! კერძოდ, ე.წ. ბასილაშვილი-კაჭარავას საქმე, რომელიც ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა.

მოსარჩელე საეჭვო რეპუტაციით, ვინმე კაჭარავა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სასამართლოს გზით დაამტკიცებდა, ბასილაშვილის არაკეთილსინდისიერ გარიგებას, მეტიც მოსარჩელე საჯარო სივრცეში ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ნიკოლოზ ბასილაშვილს გაყიდულ თამაშებში მონაწილეობას აბრალებდა. თუმცა, სასამართლოში საპირისპირო სურათი დავინახეთ.

მოსარჩელემ, საკუთარი კეთილსინდისიერების მიმართ გააჩინა კითხვები, ამ სასამართლო პროცესზე დადასტურდა და გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ფაქტები, კერძოდ, მოსარჩელე კაჭარავას ურთიერთკავშირი იმ პერსონაჟებთან, რომლებიც აქტიურად არიან ნიკოლოზის დისკრედიტაციაში ჩართულები და სხვადასხვა გზებით ცდილობენ მიზნის მიღწევას, მათ შორის, უცხოური პრესის დახმარებით!

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

საბედნიეროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელმა იურისტებმა მყისიერად აღკვეთეს უცხოურ პრესაში შეკვეთილი მადისკრეტირებელი სტატიების განთავსების ფაქტები, მეტიც, ავტორებს მოუწიათ გერმანიის რესპუბლიკაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფაქტების უარყოფა და სტატიების ინტერნეტ სივრციდან აღება. ეს კიდევ ერთი პროცესი იყო, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა.

ნელი დოროყაშვილი: “ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს…მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას”

საზოგადოებას კარგად მოეხსენება, საქართველოში ყველაზე გახმაურებული საქმე ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ, სადაც მას ბრალს სდებდნენ ფსიქოლოგიურ, ეკონომიურ და ფიზიკურ ძალადობაში, ყველა წარდგენილ ბრალდებაში ნიკოლოზი გამართლდა და ამ ხანგრძლივ სასამართლო დავას, ბასილაშვილის გამარჯვებით, წერტილი დაესვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ძალიან გახარებული ვარ, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი, ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის რთული ასატანი იყო

რატომ? იმიტომ, რომ ნიკოლოზს არასოდეს არ უძალადია და ის პირიქით, ცილისწამებისა და შანტაჟის მსხვერპლია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ჩვენ მოწმე გავხდით:

პარალელური მართლმსაჯულების, რომელმაც უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო, ე.წ. დაზარალებულმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რამდენიმე ტელეარხთან შეთახმებით, განახორციელა პარალელური მართლმსაჯულება, გახსნეს ყველა სასამართლო პროცესი და ამ გზით ცდილობდნენ მაქსიმალური ფსიქოლოგიური წნეხი განეხორციელებინათ ნიკოლოზ ბასილაშვილზე, რაც მას, როგორც სპორტსმენისა და ადამიანს საბოლოოს გაანადგურებდა, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი გახდა საზოგადოების მყისიერი და მკვეთრად უარყოფითი რეაქციის გამო. კარგად დაგეგმილმა პიარ სტრატეგიამ მათივე წინააღმდეგ იმუშავა და მნიშვნელოვანი ზიანიც მიაყენა.

ასეთი დროს, ცხადია, შეუძლებელი ხდება დაიცვა არასრულწლოვნის ინტერესი. დიახ, ჩვენ, ნიკოლოზის ადვოკატებმა მართალია მოვიგეთ ეს პროცესი შთამბეჭდავად და ყველა ეტაპზე დავიცავით ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესები, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერაფერი შევძელით მისი მცირეწლოვანი შვილისთვის, რომლის უფლებებიც დაირღვა და შეილახა.

იმედი გვაქვს, მოწინააღმდეგე მხარე ახლა მაინც გაიაზრებს იმ მძიმე შეცდომებს, რომელიც დაუშვა არასრულწლოვანთან მიმართებაში და აღარ ჩაერევა უხეშად ნიკოლოზ ბასილაშვილისა და თავისი ვაჟის ურთიერთობაში. მათ ისედაც დაკარგეს მამა-შვილური ურთიერთობის ძვირფასი 2 წელი, რასაც ვერავინ ვერ აუნაზღარებს.

და ბოლოს, ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ეს საქმეები, თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ზეიმობს ორმაგი სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში…“ – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში.

„ამერიკაში არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია“ – რა თქვეს ნეკა დოროყაშვილმა და ნიკოლოზ ბასილაშვილმა პროცესის დაწყებამდე

ეს საქმე დემოტივაციას შეუქმნის მსხვერპლებს.. სულ მჯეროდა ინტუიციურად მისი უდანაშაულობის – რას წერენ ფეისბუკზე მას შემდეგ, რაც ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი საქმის განაჩენი ცნობილი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g