LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფრჩხილებში სულ მიწები მქონდა…ამდენ რუსში საშინელ ტკივილს ვითმენდი” – რა შეემთხვა გია ბურჯანაძეს რუსეთში

632
BeFunky-collage - 2022-10-31T000832.717

მსახიობი გია ბურჯანაძე გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” სიზმრებთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.

როგორც ის საუბრობს, მიუხედავად რჩევისა, ნანახ ცუდ სიზმარს არ დაუჯერა და სპექტაკლის გადაღებაზე მაინც წავიდა.

“მოსკოვში ვიყავი სპექტაკლის გადაღებაზე ჩასული. წინა ღამეს უცნაური სიზმარი დამესიზმრა და მეგობარს, რომ მოვუყევი, მითხრა არ წახვიდე გადაღებაზე ცუდი სიზმარიაო. მაინც წავედი და საშინლად დავიმტვრიე. ცხენი დამეცა ფეხზე. 12 ადგილას მქონდა დამტვრეული და რკინებით მაქვს ახლაც აწყობილი.

წარმოიდგინეთ მოსკოვის იპოდრომზე ნახევარი ტონა ცხენები იყო და ზედ დამეცა, ფერდობზე ჩასრიალდა. გადავწყვიტე, რომ ამდენ რუსში ტკივილი არ  უნდა შემემჩნია. ფრჩხილებში სულ მიწები მქონდა, საშინელ ტკივილს ვითმენდი. ეს გადაღება ქალაქგარეთ იყო, სასწრაფოს მანქანაც გვიან მოვიდა. რეაბილიტაციას დაახლოებით ორ თვეზე მეტი დასჭირდა”, – საუბრობს გია ბურჯანაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g