უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს საჭირო პროცედურები.
„საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და მიმდინარეობს საჭირო პროცედურები“, – განუცხადეს „ფორტუნას“ უწყებაში.
როგორც უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე და ასევე უკრაინაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი წერენ, დაღუპული მებრძოლი ლევან სახელაშვილია.
შეგახსენებთ, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, უკრაინაში უკვე 24 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მანამდე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე 30 ოქტომბერს დაიღუპა.