LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: ენმ-ის და სამი პარტიის ერთ პოლიტიკურ სუბიექტად გადაქცევაში ვხედავ საფრთხეს, ეს არათუ  მოემსახურება ივანიშვილის რეჟიმი დამარცხებას, შეიძლება პროცესი ვადაში გაწელოს

55
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსს ეხმიანება.

ჯაფარიძე მელიას: თქვი, რომ ბაკურიანში შემთხვევით მნა­ხე, შემთხვევით რანაირად იყო ის შეხვედრა, არ ვიცი, ბაკურიანში ჩამოვედი ენმ-ის მოწვევით.. პრობლემა ერთობის სურვილის არარსებობაშია, რომელსაც ენმ ასხივებს

როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, „მოცემულ მომენტში, ერთ პარტიად ქცევაზე საუბარი და ერთი ნომრით ასპარეზობა იმ არჩევნებზე, სადაც ჯერ კიდევ განუსაზღვრელია ვადა, თუ როდის უნდა ჩატარდეს, მიზანს არ ემსახურება“.

„გაერთიანება და თანამშრომლობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ამ ეტაპზე, თანამშრომლობა უფრო მაღალი ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე ერთ სუბიექტად გადაქცევა. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პრობლემა არ ექნება არცერთ ოპოზიციურ რეალურ პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა, მოცემულ პერიოდში ერთ პარტიად ქცევაზე საუბარი და ერთი ნომრით ასპარეზობა იმ არჩევნებზე, სადაც ჯერ კიდევ განუსაზღვრელია ვადა, თუ როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, არ ემსახურება მიზანს და რაციონალურობისგან დაცლილია.

„ნაციონალური მოძრაობა“ არათუ მომხრე იყო, ხელს უწყობდა თანამშრომლობას პარტიებს შორის, მეტიც ავანგარდში იდგა და იდგება.

მივესალმები სამი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას. გულახდილად მივესალმები, თუ ისინი ჩამოყალიბდებიან ერთ სუბიექტად. სამი პოლიტიკური პარტიის ერთ პარტიად გადაქცევა გააძლიერებს თითოეულ მათგანს. მათი ეს გადაწყვეტილება მისასალმებელი იქნებოდა.

იმაზე საუბარში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს სამი პოლიტიკური პარტია უნდა გადაიქცეს ერთ პოლიტიკურ სუბიექტად, ვხედავ საფრთხეს, რომ ეს არათუ  მოემსახურება ივანიშვილის რეჟიმი დამარცხებას, შეიძლება ვადაში გაწელოს პროცესი, რომელსაც 10 წელია მოქალაქეების უმრავლესობა ელოდება“, – განაცხადა მელიამ .

შეგახსენებთ, დღეს ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

„ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნდობა არც არასოდეს არსებულა. მიუხედავად ამისა არის გადასადგმელი ნაბიჯები ერთობისკენ თუ რა თქმა უნდა გულწრფელად გვინდა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა და პირადი ან ვიწროპარტიული მიზნებით არ ვმოძრაობთ. შარშან, ადგილობრივი არჩევნების წინ თუ შესძლო ენმ-მა ლელოსთან ერთად წინასაარჩევნო ერთობის შეკვრა, როცა ლელო ერთ-ერთი ხელმომწერია 19 აპრილის შეთანხმების (ანუ მაშინ გადაილახა ნდობის პრობლემა), ახლა რატომ გახდა ეს დაუძლეველი პრობლემა, გაუგებარია“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები