LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტრო “დელისთან” გარევაჭრობა აიკრძალება 

119
გარევაჭრობა 2

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მეტროსადგურ “დელისთან” უკანონო გარევაჭრობას, სავარაუდოდ, მომავალი თვიდან აკრძალავს.

როგორც გარევაჭრობის მონიტორინგის განყოფილების უფროსი, გიორგი ლოჩოშვილი, “ბიზნეს ფორმულასთან” აცხადებს, ტერიტორიაზე ინსპექტორები და მანქანები მას შემდეგ დადგებიან, რაც მერია ახალ თანამშრომლებს აიყვანს.

“დელისის” მეტროს ადრე ვაკონტროლებდით, შემდეგ ეს ლოკაცია მოვხსენით, რადგან სხვა ადგილებში უფრო რთული ვითარება იყო. ახლა კადრების დეფიციტი გვაქვს და როგორც კი ახალ თანამშრომლებს ავიყვანთ, რაც, სავარაუდოდ, ერთ თვეში მოხდება, ჩვეულებრივად დავდგებით. ჩვენი თანამშრომლები, მანქანები მუდმივად იდგებიან “დელისის” მიმდებარე ტერიტორიაზე. ვინც კანონს არ დაემორჩილება, დაჯარიმდება”, – აცხადებს გარევაჭრობის მონიტორინგის განყოფილების უფროსი.

ამასთან, გიორგი ლოჩოშვილი აღნიშნავს, რომ “დელისთან” ერთად გარევაჭრობა კიდევ ერთ ტერიტორიაზე აიკრძალება. ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ადგილი მეტროსადგურ “ისნის” მიმდებარე ტერიტორია იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g