LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მაია რომ სახლში არ არის ვერ ვიძინებ…16 წელია სრულ ჰარმონიაში ვართ” – გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე ოჯახზე

674
BeFunky-collage - 2022-11-04T015915.171

მსახიობები გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე ოჯახის შესახებ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ 16 წელი სულ ჰარმონიაში ცხოვრობენ.

როგორც გოგა აღნიშნავს, ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ნდობაა.

“16 წელია სულ ჰარმონიაში ვცხოვრობთ. ეს ჩემი აზრით არის,მეუღლე, ჩემი გოგო ბარბარე და ჩემი ბიჭი, სხვა არაფერი. ნდობა ყველაზე მთავარია, ერთხელ მაინც თუ შეგეპარა ეჭვი, იქ დამთავრდება ყველაფერი. ვერ ვიტან, როდესაც მაია სახლში არ არის. ვერ ვიძინებ და რომ ვეუბნები არ სჯერა”, – საუბრობს გოგა ბარბაქაძე.

მაიას თქმით, პარტნიორი პირველი ადამიანი უნდა იყოს, ვისთანაც ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარებას შევძლებთ.

“კარგი მეგობრები თუ იქნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი დღე ახალი ჟინითა და ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ. დღევანდელ ყოფაში გვიწევს მოვიკრიბოთ ძალა და გავუხალისოთ ერთმანეთს ცხოვრება. პარტნიორი პირველი ადამიანი უნდა იყოს, ვისთანაც ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარებას შევძლებთ”, – საუბრობს მაია დობორჯგინიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g