ორგანიზაციამ Fire Fighters Calendar ავსტრალიელი მეხანძრეების ყოველწლიური კალენდრის მორიგი ნაწილი გამოუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ bored panda ავრცელებს.
ორგანიზაციის დირექტორის დევიდ როჯერსის განცხადებით, პროექტს წელს 30 წელი უსრულდება და ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის 3,4 მილიონი დოლარის შეგროვება მოხერხდა.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად კალენდრის მონაწილე 6 მეხანძრე ლოს-ანჯელესში მიიწვიეს, სადაც მათ სხვადასხვა შოუებში მიიღეს მონაწილეობა.
როჯერსმა ისიც დაამატა, რომ კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ მეხანძრეებს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის აღდგენაში დახმარება სთხოვეს.
შეგახსენებთ, რომ სექსუალურ მეხანძრეებს ფოტოსესიებში კომპანიონობას ცხოველები უწევენ. ხშირად იღებენ თავშესაფრის ბინადრებს, რაც მათ შემდგომში სახლის პოვნაში ეხმარება.