LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალმა ლეტიციამ, H&M-ის მუხლზე ამოჭრილი ქვედაბოლოს გამო, სამეფო ოჯახის ეტიკეტი დაარღვია

137
ლეტიცია

დედოფალი ლეტიცია კინოფესტივალზე ნავარაში იმყოფებოდა, სადაც მისი გამოსვლა სკანდალის მიზეზი გახდა. ამ დღეს ესპანელმა მონარქმა არჩევანი საკმაოდ უცნაურ სამოსზე გააკეთა, ეს გახლავთ H&M-ის 112 დოლარად შეფასებული კუბოკრული ქვედაბოლო, რომელიც მუხლზე იყო ამოჭრილი. ანსამბლს დედოფალმა შავი ზედა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

სკანდალის მიზეზი კი სწორედ ეს უცნაური ქვედაბოლოა, რომელიც როგორც მოდის ექსპერტები მიიჩნევენ, სამეფო ოჯახის პროტოკოლს არღვევს. ეს არის ბოლო თვეში მეორე შემთხვევა, როცა ლეტიციას სამოსი გამო აკრიტიკებენ, ცოტა ხნის წინ ის საღამოს კაბით გამოჩნდა, რომელსაც შიშველი ზურგი ჰქონდა.

დედოფალი ლეტიცია „კაროლინა ჰერერას“ ყვავილებით მოქარგულ ულამაზეს კაბაში

დედოფალი ლეტიცია ესპანური ბრენდის ბროლის თვლებით გაფორმებულ ულამაზეს შავ კაბაში

დედოფალი ლეტიცია შიშველი ზურგით ესპანური ბრენდის 190 დოლარიან კაბაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g