საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას მიესალმება.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას!
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.