LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიკ სალივანი კიევში ჩავიდა და უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა

45
BeFunky-collage - 2022-11-05T014825.711

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უკრაინის დედაქალაქ კიევს ეწვია.

როგორც სალივანი აცხადებს, უკრაინისადმი მხარდაჭერა “ურყევი და მტკიცეა” და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 ნოემბერს აშშ-მა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, აშშ-სგან „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება: ჯეიკ სალივანი

ჯეიკ სალივანი: აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადასაცემად ემზადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები