LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი დაუანონსებელი ვიზიტით ​კიევში ჩავიდა

47
BeFunky-collage (1)

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი დაუანონსებელი ვიზიტით ​კიევში ჩავიდა. სალივანთან ერთად კიევში იმყოფება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი.

ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული,  სალივანი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში, სალივანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. სალივანმა ასევე ისაუბრა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს, T-72-ის ტიპის მოდერნიზებულ ტანკებს და „მიწა-ჰაერი“ კლასის მოდერნიზებულ რაკეტებს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები