„ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი რუსეთში, ლატვიის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით დაბრუნდა“, – ინფორმაციას ამის შესახებ RBC უსაფრთხოების ძალებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაზე ქსენია სობჩაკის დედა, სენატორი ლუდმილა ნარუსოვა, ასევე სობჩაკის ადვოკატი სერგეი ბადამშინი კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ქსენია სობჩაკმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც მისი კომერციული დირექტორი, კირილ სუხანოვი, გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მაშინ სობჩაკი ბელარუსის გავლით, ლიეტუვაში გადავიდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამართალდამცველებმა მისი სახლი გაჩხრიკეს და ჟურნალისტის დაკავებაც იგეგმებოდა.