რუსეთში მოღვაწე, ქართული წარმოშობის მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი ღიად გამოვიდა რუსული მედიის გასაკრიტიკებლად.
88 წლის ლეგენდარული არტისტი ამბობს, რომ რუსული მედია სიცრუის ტირაჟირებას ახდენს და მაყურებელს ურჩევს, რუსული არხების ყურებისგან თავი შეიკავოს.
„სიცრუეში ვიძირებით. ტელევიზორიდან მხოლოდ ტყუილი ისმის, გაზეთებიდან იგივე, ინტერნეტიდან ისევ ტყუილი.
ნუ უყურებთ რუსულ არხებს, ისინი იტყუებიან, ნუ გჯერათ მათი“ – განაცხადა 88 წლის მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბრისას.