LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია – მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში – ვისაც გნებავთ, სადაც გნებავ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ

123
dfao6cnrdjp53a4e6pz443zdyy

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თანაპარტიელების დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორც მელია აღნიშნავს, კოლეგების ბრიფინგზე “ახალი არაფერი თქმულა”.

„მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. ბრიფინგზე, რომელიც დღეს ჩემმა კოლეგებმა გამართეს, ჩემთვის არაფერი ახალი არ თქმულა და ახალი არაფერი არ მომისმენია. არაფერი ახალი აღნიშნულ ბრიფინგზე არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ეს განცხადება გაკეთდა ამ ფორმით. არადა, ამ საკითხებზე შიდაპარტიული აქტიური, ყოველდღიური მსჯელობა მიმდინარეობდა კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

არჩილ გამზარდია: პარტიებს პერიოდულად სჭირდებათ შიდა არქიტექტურის შეცვლა

უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზეზი და მიზანი, მითუმეტეს, რომ დღეს მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი შეფასებები.

სწორედ ამ კონსულტაციების ფარგლებში, მე პარტიის შიგნით არჩევნების საკითხი ღიად დავაყენე თვენახევრის წინ – გავაკეთე ეს საკუთარი ინიციატივითა და იმ ადამიანების თანდასწრებით ვინც დღეს ითხოვს არჩევნებს.

ირაკლი ნადირაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები

არჩევნების საკითხზე იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ, როდის და როგორ ჩატარდებოდა არჩევნები. თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული – არის არჩევნები, ღია საჯარო და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ჩართულობით.

არჩევნები, სადაც ათობით ათასი პარტიის მხარდაჭერი მიიღებს მონაწილეობას, სადაც ათი ათასობით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერსთვის მექნება სიმართლის თქმის საშუალება, რათა მათ გააკეთონ გააზრებული და პარტიისა და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული არჩევანი.

მსურს ყველამ იცოდეს – მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მითუმეტეს შიდა პარტიულ არჩევნებში და მითუმეტეს მაშინ, როცა არც თუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა.

პატივისცმით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ, როდესაც გნებავთ-მე მზად ვარ ამ არჩევნებისათვის. დანარჩენ დეტალებზე იმსჯელებს პარტია, მათ შორის მათი ჩართულობით, ვინც დღეს გააკეთა განცხადება“, – განაცხადა მელიამ.

ვოლსკი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g