LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ბუჩუკური: გიორგი გახარია იმაზე მეტადაა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და იმაზე აქტიურია, ვიდრე მაგალითად, ჩემი კოლეგა, რომელიც ბრიუსელში დადის და იქიდან „სელფაობს“

87
BeFunky-collage (1)

გიორგი გახარია იმაზე მეტად არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და იმაზე აქტიურია, ვიდრე მაგალითად, ჩემი კოლეგა, რომელიც ვთქვათ, ბრიუსელში დადის და იქიდან „სელფაობს“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარდა პარტიული საქმიანობისა, გახარია ძალიან აქტიურადაა კომუნიკაციაში საერთაშორისო პარტნიორებთან.

„უბრალოდ, თემა არის ის, რომ განსხვავებული ტაქტიკა აქვს ჩვენს გუნდს და გუნდის ლიდერს არჩეული, როცა საქმე მედიასთან გამოჩენას ეხება, თორემ პოლიტიკური თვალსაზრისით ის ძალიან აქტიურია ყოველდღიურად. გარდა პარტიული საქმიანობისა, ის ძალიან აქტიურადაა კომუნიკაციაში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ფაქტობრივად ყოველდღიურ კომუნიკაციაში. ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიტყვას მათთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ დამატებითი ფასი აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასე ვაპირებთ გაგრძელებას, მეღიმება ხოლმე, როცა ვიღაცის პოლიტიკურ აქტიურობაზე და ვიღაცის ნაკლებად აქტიურობაზე საუბრობენ, ზოგი ჩვენი კოლეგა შეიძლება “სელფაობით” არის დაკავებული ბრიუსელიდან, მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანი მართლა მუშაობს. ჩვენი აზრით, სწორად მივდივართ, რაში რა დაკონვერტირდება, ეს გამოჩნდება როცა გამოჩნდება, არჩევნებს ვგულისხმობ“, – განაცხადა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები