უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთი დღევანდელი ფორმითა და მმართველებით არსებობას ვერ გააგრძელებს.
ამის შესახებ მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს და მან პოლიტიკური ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს:
„ნუ შეგვეშინდება სიმართლის. რუსეთი ვერ გააგრძელებს არსებობას დღევანდელი სახით და დღევანდელი მმართველი ელიტით. რუსეთმა უნდა წააგოს, დაისაჯოს საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის და განიცადოს პოლიტიკური ტრანსფორმაცია. ამას რაც უფრო მალე გაიგებს ყველა, მით ნაკლები მსხვერპლი იქნება მომავალში“, – აღნიშნავს პოდოლიაკი „ტვიტში“.
No need to be afraid of the truth. Russia cannot continue existence in its current form and ruling elites. Russia must lose, be punished for neglecting international law and undergo political transformation. The sooner everyone understands this, the fewer victims there will be…
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) November 15, 2022
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში