LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „21 წელია არ მითქვამს ეს” – რა უთხრა გეგა კობახიძის დედამ ჯაბა კილაძეს „ჯინსების თაობის” პრემიერის შემდეგ

712
BeFunky-collage - 2022-11-21T015816.138

მსახიობი ჯაბა კილაძე გადაცემის “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან სტუმარია.

როგორც ჯაბა კილაძე იხსენებს, “ჯინსების თაობის” პრემიერის შემდეგ, გეგა კობახიძის დედა მივიდა, ჩაეხუტა და უთხრა: შენ მე შვილი გამიცოცხლეო.

“21 წელია ეს არ მითქვამს. “ჯინსების თაობის” პრემიერის შემდეგ გეგა კობახიძის დედა მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა: შენ მე შვილი გამიცოცხლეო”, – საუბრობს ჯაბა კილაძე.

ცნობისთვის, გეგა კობახიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. დაიბადა ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვერ მოეწყო და დედამ თავისთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სცენის მუშად წაიყვანა, სადაც ერთი წელი დაჰყო. მეორე წელს კი სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა.

1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7 ქართველის მონაწილეობით გატაცებული იქნა თვითმფრინავი ტუ-134A; გამტაცებელთა შორის იყო გეგა კობახიძე მეუღლესთან თინა ფეტვიაშვილთან ერთად. გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე იქორწინეს.

აღსანიშნავია, რომ გეგა კობახიძე შერჩეული იყო როლისთვის თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომლის გადაღება უკვე დამთავრებული იყო, როდესაც გეგა კობახიძემ მეგობრებთან ერთად კომუნისტურ წყობას პროტესტი განუცხადა და 1983 წელს თვითმფრინავის ტრაგედიაც დატრიალდა. ამის შემდეგ „მონანიებაში“ გეგა კობახიძის როლი ამოჭრეს და თორნიკე არავიძე მის მაგივრად მერაბ ნინიძემ ითამაშა.

1984 წლის 3 ოქტომბერს გეგა კობახიძე დახვრიტეს. თინა ფეტვიაშვილს კი თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამავე თემაზე:

ვიდეო: „ამაზე დიდი ამ ეტაპზე არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში” – როგორ გაიცნო ჯაბა კილაძემ მეუღლე

“ამ თემაზე საჯაროდ არ მისაუბრია…შეიძლებოდა ამ სტუდიაში არ ვყოფილიყავი” – რა ისტორიას იხსენებს ჯაბა კილაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g