მიუხედავად იმისა, რომ „ბენიფერის“ პირადი ცხოვრების მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია, ჯეი ლო „ინსტაგრამ“ გამომწერებს არც თუ ისე ხშირად ანებივრებს მეუღლესთან გადაღებული ფოტოებით.
თუმცა, ამჯერად 53 წლის ჯენიფერმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ბენს კალთაში უზის და ეხუტება. წყვილს საოცრად ბედნიერი სახე აქვს.
შეგახსენებთ, გასულ თვეს ინსაიდერმა ახლად დაქორწინებული წყვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ კვლავ თაფლობის თვე აქვთ.
„ბენი და ჯეი ლო ჯერ კიდევ თაფლობის თვის ფაზაში იმყოფებიან, ისინი ერთად საოცრად ბედნიერად გრძნობენ თავს და ყურებამდე არიან შეყვარებული. იმ ფაქტს, რომ ისინი ცოლ-ქმარნი გახდნენ, არაფერი შეუცვლია“, – აცხადებს ინსაიდერი.
ჯეი ლოს შინდისფერი „ლუქი“ შემოდგომის დღისთვის – „ბენიფერი“ საყიდლებზე გადაიღეს
შობა ორ ჯენიფერთან ერთად – „ბენიფერი“ შობის აღნიშვნას „ექსებთან“ ერთად გეგმავს
თბილი ბენი – „ბენიფერის“ ოჯახში „ჰელოუნისთვის“ ემზადებიან