LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონებში გარევაჭრობას პოლიციის ნაცვლად ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გააკონტროლებს – კიდევ რა იცვლება

74
გარევაჭრობა 2

პარლამენტი განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომელიც რეგიონებში გარევაჭრობის წესების ცვლილებას ითვალისწინებს. რეგიონებში ზუსტად ის წესები გავრცელდება, რაც თბილისშია და გარევაჭრობა კონკრეტულ ადგილებში იქნება ნებადართული. გარდა ამისა, გარევაჭრობას პოლიციის ნაცვლად ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გააკონტროლებს.

„ცვლილებების თანახმად, ჯარიმა დგინდება შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისათვის. არსებული რეგულაცია რჩება უცვლელი, თუმცა კანონპროექტის თანახმად, ნორმას ემატება სანქციები ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, ასევე აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის. ეს უკანასკნელი ქმედება, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ორგანოს ან უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ითვალისწინებს შესაბამის სანქციას.

ამასთან დგინდება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების არსებობისას, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამართალდარღვევის საგანი კონფისკაციას ექვემდებარება, ხოლო სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დადგენის უფლებამოსილება ენიჭება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტებში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური, ხოლო ცვლილების შედეგად – მუნიციპალიტეტები“, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g