21 ნოემბერს პიტბულმა 2 წლის ბავშვი დაგლიჯა. ბავშვის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
მომხდარს სოციალურ ქსელში კინოლოგიური სკოლა გამოეხმაურა.
„ოპერაცია უტარდება, მდგომარეობა მძიმეა“ – თბილისში ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ ეს კონკრეტული ჯიში არაა არც ძიძა (არცერთი ძაღლი არაა ძიძა!!!) და არც მწყემსი ძაღლი!!!დიახ პიტბული მოჩხუბარი ძაღლის ჯიშია და ვერ ვაქცევთ დეკორატიულ ჯიშად!!
ცუდი მოსასმენია, მაგრამ რეალობა ესაა და ნუ ატყუებთ სხვას და ნუ იტყუებთ თავს!!!
ამ ჯიშის ყოლას სჭირდება გამოცდილება, წვრთნა, ვარჯიში, დრო და ენერგია! სხვა შემთხვევაში ვიღებთ ცუდ შედეგს და ძაღლს ბრალდება ყველაფერი!!!
ბევრი რამის დაწერა მინდა კიდევ და ვიკავებ თავს!!!
იუთუბის კინოლოგების და ნაჯარიანის მიმდევრების გასაგონად ვამბობ, რაც არ იცით არ უნდა აკეთოთ!!!
ვითომ კინოლოგებო თქვენ აფუჭებთ ბევრ რაღაცას და თქვენზეა ბევრი გაუბედურებული ძაღლი და პატრონი!!! ძაღლის თოკით ჩამოკიდება და ჰაერში ბზრიალი არაა სწორი ქმედება! ცოტა აზრზე მოდით!“. – ვკითხულობთ კინოლოგიური სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.