LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელენა გომესმა ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა

86

პირველად ხმები გომესის ავადმყოფობის შესახებ 2013 წელს გაჩნდა, როდესაც მომღერალმა მოულოდნელად პაუზა აიღო გასტროლის დროს. მხოლოდ ახლა გადაწყვიტა მან ჟურნალ Billboard-ს ამის შესახებ ინტერვიუ მისცეს.

„ჩემი კონცერტების უეცარი შეწყვეტა ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. ქიმიოთერაპიის კურსის გავლა მომიწია, რათა ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო“ – განაცხადა სელენამ.

„ძალიან მინდოდა ყველაფერი მაშინვე მეთქვა, მაგრამ იძულებული ვიყავი გავმქრალიყავი მანამ, სანამ თავს კარგად არ ვიგრძნობდი. მაშინ ვბრაზობდი, რატომ ლაპარაკობდა ხალხი ჩემზე ცუდს, მე ხომ არავისთვის არაფერი დამიშავებია. საბოლოოდ, ეს სიძულვილი კარგი გაკვეთილი და მოტივაცია გახდა ჩემთვის.  ჩემი თვითშეფასება გაიზარდა და ხალხის აზრს დიდი ყურადღებას აღარ ვაქცევ“ –  განაცხადა სელენამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები