ეს იყო სპეცოპერაცია, რათა შეეტყუებინათ საქართველოში, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ცნობილია, რომ გარკვეულ ორგანიზაციებს, სპეცსამსახურებს ამ მიმართულებით კარგად შეუძლიათ მუშაობა.
“პირველივე დღიდან კარგად გვესმოდა, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა ეფუძნებოდა არა მხოლოდ მის სურვილს, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და დახმარებოდა ქართველ ხალხს, ეს იყო გარკვეული სპეცოპერაცია, რომელიც იყო ორგანიზებული გარკვეული ადამიანების მიერ, რათა ის შეეტყუებინათ ისეთ ვითარებაში, რომ მომხდარიყო სააკაშვილის განადგურება, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ეს არ არის ახალი ამბავი, ცნობილია, რომ გარკვეულ ორგანიზაციებს, სპეცსამსახურებს ამ მიმართულებით კარგად შეუძლიათ მუშაობა…” – განაცხადა ლიზა იასკომ.
ამავე თემაზე: