LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროცესის გაჭიანურება პარტიის ინტერესებისთვის სასარგებლო არ იქნება“ – ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი მელიას მიმართავს, პოლიტსაბჭო მოიწვიოს და ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნების თარიღი დადგინდეს

255
Untitled design (1)

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრები პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს მიმართავენ მოთხოვნით – მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა და პარტიის თავმჯდომარის არჩევნების თარიღი განისაზღვროს.

ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგზე ენმ-ის ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროცესის გაჭიანურება პარტიის ინტერესებისთვის სასარგებლო არ იქნება:

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის განახლების პროცესი მიმდინარეობს. დაგეგმილია ენმ-ს ახალი თავმჯდომარის არჩევა. შესაბამისად, ამ მიზნით შექმნილი იყო პარტიის თავმჯდომარის არჩევის საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფმა გუშინ უკვე დაასრულა სხდომა, მომზადებულია დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების დარეგულირება, ასევე შერჩეულია ელექტრონული საარჩევნო პლატფორმები, რომელთა დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

პროცესის დაყოვნება, გადადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იქნება პარტიისთვის, ეს პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება.

მნიშვნელოვანია განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები. ამისთვის მივმართავთ დღეს, პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, რათა დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს პოლიტსაბჭოს სხდომა, განისაზღვროს და დადგინდეს ეს წესი და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს. ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება.

პარტიის ინტერესებისთვის სასარგებლო არ იქნება ამ პროცესის გაჭიანურება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული.

ჩვენ ველით შემხვედრ ნაბიჯებს, მზად ვართ, პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, ვინაიდან არჩევნებმა, ახალმა თავმჯდომარემ უნდა გააერთიანოს პარტია, მთლიანად პარტიის შემადგენლობა და აქტივი უნდა განაწყოს ახალი ბრძოლისა და გამოწვევებისთვის“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანაგუნდელების ერთი ნაწილი პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა.

დეკანოიძე: ენმ-ს თავმჯდომარე ალტერნატიული პრემიერმინისტრი უნდა იყოს – რეგიონში ცნობილი ადამიანი და ფლობდეს უცხო ენებს

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 22 ნოემბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი უნდა მოამზადოს

ნიკა მელია – მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში – ვისაც გნებავთ, სადაც გნებავ, როდესაც გნებავთ, მე მზად ვარ

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი: ჩვენი მიზანია, ენმ გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით

magti 5g