LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Dastun Z-ის კოლექცია გასაყიდად გამოიტანეს

171
datsun

ბრენდი Datsun-ის და სპორტქარების ოჯახის Z-ის დამფასებლებს გაუჩნდათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთდროულად 6 ლეგენდარული ავტომობილი შეიძინონ. Bring a Trailer-ის პორტალზე იყიდება კოლექცია, რომელსაც 2 ათწლეულის განმავლობაში აგროვებდნენ და მის შემადგენლობაშია 3 მოდელი 240Z, 260Z და 280Z, ზოგიერთი მათგანი რამდენიმე ეგზემპლარშიც.

ავტომობილები ერთმანეთისგან ძარის ფერით და გამოშვების წლით განსხვავდებიან, რაც კოლექციას კიდევ უფრო ფასეულს ხდის.

თითოეულ ავტომობილს დოკუმენტების სრული ნაკრები და სარეკლამო მასალაც მოჰყვება.

კომპლექტშია ასევე ინსტრუმენტები და ორიგინალი საბურავები.

ყველა ავტომობილი ერთად ან ცალ-ცალკეც იყიდება – გამყიდველი მზადაა სპორტქარების კოლექცია დაშალოს, თუკი მყიდველი ამას მოისურვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები