„დასავლეთი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დომინირება, უკრაინელი ხალხი კი გახდა ამ მისწრაფებების მსხვერპლი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, ასეთი ქმედებების მძიმე შედეგებს დღეს უკრაინაში ვხედავთ.
„რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი ურცხვად ეუფლებოდა და ექსპლუატაციას უწევდა მის რესურსებს, ხელს უწყობდა გენოციდს და ტერორს დონბასში.
ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, კოლონიად აქცია და ახლა ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად, ტირანად, აგრძელებს რა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, დაქირავებულების გაგზავნას, დასავლეთი მას თვითმკვლელობის გზაზე უბიძგებს“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
მისი მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა NATO-ს აგრესიულ გაფართოებაზე ფსონი დადო და ფაქტობრივად გაანადგურა ათწლეულების მანძილზე შექმნილი სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა.
„დასავლეთი აწესებს უკანონო სანქციებს, იყენებს „ფერადი რევოლუციების“ ტექნოლოგიებს და აჩაღებს სამხედრო კონფლიქტებს.“– დასძინა ვლადიმირ პუტინმა.