LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეოკუპირებულ ხერსონში უკრაინელებმა ბავშვთა წამების ოთახი იპოვეს

161
Untitled design

დეოკუპირებულ ხერსონში უკრაინელებმა ბავშვთა წამების ოთახი იპოვეს. უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისრის, დიმიტრი ლუბინეცი​ს ინფორმაციით, რუსებს იქ სწორედ ის ბავშვები ჰყავდათ, რომლებზეც ეჭვობდნენ, რომ  უკრაინულ ძალებს ეხმარებოდნენ.

მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტები ბავშვებს თითქმის არ აჭმევდნენ და წყალს ყოველ მეორე დღეს ასმევდნენ. ბავშვებზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლაც, ოკუპანტები ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი მშობლებმა მიატოვეს.

„პირველად დავაფიქსირეთ ბავშვების წამების ფაქტი. რუსმა სამხედროებმა 3 ძალიან თხელი საძილე ტომარა დაყარეს და მას „ბავშვებისთვის გაუმჯობესებული პირობები“ უწოდეს“, – ამბობს ლუბინეცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g