LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტვიტერი“ სიმბოლოების ლიმიტის გაზრდას გეგმავს

150
page

სოციალური ქსელი „ტვიტერი“ სიმბოლოების ლიმიტის 280-იდან 4000-მდე გაზრდას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია თავად პლატფორმის მფლობელმა, ილონ მასკმა დაადასტურა. თავდაპირველად სოც.ქსელის  სიმბოლოების ლიმიტი 140-ს შეადგენდა, 2017 წელს კი 280-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, გასულ თვეს მასკმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვერიფიკაციის ნიშნების სხვადასხვა ფერის სისტემა ამოქმედდება. ახალი სისტემა 2 დეკემბრიდან ჩაეშვა. მისი განცხადებით, ცისფერი ნიშნებით კვლავ ადამიანები ისარგებლებენ, კომპანიებს ოქროსფერი, სამთავრობო ორგანიზაციებს კი ნაცრისფერი ნიშნები ექნებათ.

„ტვიტერზე“ ვერიფიკაციის სხვადასხვა ფერის ნიშნები გაჩნდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები