„ტვიტერის“ ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვერიფიკაციის ნიშნების სხვადასხვა ფერის სისტემა ამოქმედდება. ახალი სისტემა 2 დეკემბრიდან ჩაეშვება. მისი განცხადებით, ცისფერი ნიშნებით კვლავ ადამიანები ისარგებლებენ, კომპანიებს ოქროსფერი, სამთავრობო ორგანოებს კი ნაცრისფერი ნიშნები ექნებათ.
„სხვა არჩევანი არ გვქონდა” – ილონ მასკმა Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გაათავისუფლა
ცნობისთვის, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ისა და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი ორი თვის წინ დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა. მასკმა სოციალური მედიაპლატფორმა 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა.
ილონ მასკი Twitter-დან თანამშრომლების გათავისუფლებას იწყებს