ნიუ-ორკის მადამ ტიუსოს მუზეუმში ამჯერად სკარლეტ იოჰანსონის ქანდაკება გაჩნდა. იოჰანსონის ცვილის ფიგურას შავი სადღესასწაულო კაბა აცვია, რომელსაც ძვირფასი სამკაულები ამშვენებს. ფიგურის პრეზენტაცია მუზეუმის შესასვლელთან შედგა, სადაც სტუმრებს წითელ ხალიჩაზე უმასპინძლეს.
ერთადერთი განსხვავება, რომელზეც სოციალურ ქსელში უკვე დაწერეს, არის სკარლეტ იოჰანსონის ვარცხნილობა. ამჯერად მსახიობს მოკლე ვარცხნილობა აქვს, ფიგურას კი ისევ სკარლტის გრძელი თმა ამშვენებს.