LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დღეს დავასრულე საიაში ჩემი ორწლიანი მუშაობა თავმჯდომარის პოზიციაზე…გამგეობამ ახალ თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩია” – სიმონიშვილი

196
BeFunky-collage - 2022-12-20T001419.514

ნიკა სიმონიშვილმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, – აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც სიმონიშვილი წერს, საიას გამგეობამ ახალ თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩია.

“დღეს დავასრულე საიაში ჩემი ორწლიანი მუშაობა თავმჯდომარის პოზიციაზე. საიას გამგეობამ ახალ თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძე აირჩია.

მინდა წარმატებები ვუსურვო ნონასაც და ჩემთვის ძალიან ძვირფას საიას გუნდსაც. მე მუდამ დავრჩები ამ გუნდის გულშემატკივარი და ამ ორგანიზაციის ერთგული.

ორგანიზაციაში ვრჩები როგორც გამგეობის რიგითი წევრი და ასე შევეცდები დიდ საერთო საქმეში ჩემი წვლილი შეტანას”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც” ავრცელებს.

“ნონა 2019 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა სამართლებრივი დახმარების პროგრამას და იყო საიას დირექტორთა საბჭოს წევრი, ხოლო 2016 წლიდან არის საიას გამგეობის წევრი. 2018-2020 წლებში გამგეობის მიერ არჩეული იყო თავმჯდომარის მოადგილედ.

ნონა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2009 წლიდან. სხვადასხვა დროს იკავებდა ადვოკატის, დევნილთა უფლებებთან დაკავშირებული პროექტების კოორდინატორის, იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, წამების მსხვერპლთა უფლებებთან დაკავშირებული პროექტის კოორდინტორის პოზიციებს.

ნონა 2009 წლიდან არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით და პირადად აქვს ნაწარმოები 100-ზე მეტ საადვოკატო საქმე საერთო სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. არის 10-ზე მეტი კვლევის ავტორი/თანაავტორი, რომელიც მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობას, არასათანადო მოპყრობას, მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას, დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას და სათანადო საცხოვრებლის უფლებას შეეხება.

მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციასა თუ სასწავლო პროგრამაში. მათ შორის, არის გერმანიის მარშალის ფონდის სასტიპენდიო პროგრამის (2019 წელი) ვარშავის ევრო-ატლანტიკური საზაფხულო აკადემიის (2021 წელი), უფლებადამცველებისათვის სახაროვის სახელობის პროგრამის (2020), ჯონ სმიტის სასტიპენდიო პროგრამის (2018 წელი), საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამის (IVLP, 2014 წელი), ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის (2017 წელი) მონაწილე.

ნონა ქურდოვანიძე არის სამართალმცოდნეობის მაგისტრი. ამჟამად სწავლობს რუსეთისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი კვლევითი ინტერესებია რუსეთის ენერგო რესურსები, სატრანზიტო დერეფნები და უსაფრთხოების საკითხები სამხრეთ კავკასიაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ნიკა სიმონიშვილი: მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა

გამოძიება საკმაოდ პრობლემურია, განსაკუთრებით ის, რომ არ ხდება ორგანიზატორების მოძიება და დასჯა: ნიკა სიმონიშვილი 5 ივლისის საქმეზე

ჩვენთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისაღები არ არის: ნიკა სიმონიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g